19:22 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 12:48:49, 1666 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შუა დერეფნის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს

„შანხაის ფორუმზე გამოსვლისას, მომეცა საშუალება, რათა მსხვილი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაოდენ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ქვეყნის მთავრობისგან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო, თუ სახმელეთო. ყველა ეს დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განიხილება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ჭრილში, არამედ მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად შუა დერეფნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მოხსენება გააკეთა ფორუმზე „საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები".

ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩინეთის უდიდესი გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მათ აღნიშნული დერეფნისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთები მიაწოდოს ევროპის ბაზარს და პირიქით მიიღონ ევროპული ტვირთები ჩინეთისთვის. „დღეს ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ და დავრწმუნდით, როგორია აბრეშუმის გზა მოქმედებაში და რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და მის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შუა დერეფანი, რომლის მონაწილეც არის საქართველო, არის სარტყელისა და გზის ინიციატივისა და ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics