16:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 17:23:43, 1640 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე - ინფლაციის ზრდა გამოწვეულია ლარის გაუფასურებით, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ გამოიწვია

„ინფლაციის ზრდა, რაც არის დღესდღეობით, ეს არის გამოწვეული კურსის გაუფასურებით, რომელიც თავის მხრივ არის გამოწვეული რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მიღებული ნაკლები ტურისტული შემოსავლებით“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებლებთან დაკავშირებით განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და იქამდე გააგრძელებს, სანამ ფასების ზრდაზე კურსის გაუფასურების ეფექტი არ ამოიწურება.

„ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics