|
2019-10-30 15:24:01, 2074 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და საფრანგეთს შორის მევენახეობის სექტორში თანამშრომლობა ღრმავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან (INRA) თანამშრომლობას აღრმავებს. თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების შემუშავებას და უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე გაშენებული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლას, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ საველე სამუშაოებსა და ექსპერიმენტების ჩატარებას გულისხმობს. „ჯიღაურას ვენახის კოლექციაში დაცული ქართული კულტურული და ველური ვაზის ჯიშები წარმოადგენს იშვიათ მრავალფეროვნებას, რომელიც, უმეტესწილად, ნათესაურ კავშირში არ არის ევროპის გენეტიკურ რესურსებთან. სწორედ ამიტომ, არსებობს საერთო ინტერესი, ეს სამეცნიერო მეთოდებით უკეთ იქნას აღწერილი და შემდეგ შედარებული INRA-ში არსებულ საერთაშორისო გენეტიკურ რესურსებთან. თითოეული კოლექციის სიმდიდრე, რომელიც ასახავს რეგიონულ მრავალფეროვნებას, არის საერთო ინტერესი კონსერვაციისთვის, დახასიათებისა და სამეცნიერო მიზნებისათვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. თანამშრომლობის ფარგლებში დასახული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მევენახე-მეღვინე მეცნიერთა ჯგუფის ჩართულობით შეიქმნება ერთობლივი სამეცნიერო კომიტეტი. აღსანიშნავია, რომ INRA-ს დაქვემდებარებაში მყოფი ვასალ მონპელიეს ვაზის ბიოლოგიური რესურსების ცენტრი და ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, 10 წლის განმავლობაში, მრავალმხრივი მიმართულებით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში წარმატებულად თანამშრომლობდნენ.
(NS)
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)