13:32 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 11:04:50, 2582 ნახვა

რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ.სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას,  სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

სამხარეო ადმინისტრაციის თხოვნით,  გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.  დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

შედეგად 45  ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება. 

ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად ყაზბეგის რაიონს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი დავით წითლიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოთარ შამუგია ეწვივნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics