23:46 - 01 Oct, 2026
|
2019-10-22 10:32:05, 1346 ნახვა
კომენტარი
ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი: მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პარლამენტში მისვლას და დეპუტატებთან შეხვედრას არ გამორიცხავს. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბარს "აბრეშუმის გზის ფორუმზეც" აპირებს. "ვაპირებთ შეხვედრას სხვადასხვა სტუმართან, ვაპირებთ ჩვენი გეგმების გაცნობას, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. არის დაბრკოლებები, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ. მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე, ამისთვის ხორციელდება გარკვეული ნაბიჯები. მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)