14:55 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 14:45:21, 375 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სოჭის ოლიმპიადაზე სწორად მოვიქეცით

"ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩატარებაში მნიშვნელოვანი  წვლილი შევიტანეთ", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
როგორც პრემიერმა  აღნიშნა, დედაქალაქში  ოლიმპიური ფესტივალისთვის  მზადება ბოლო ფაზაშია.  
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფომ ამ ოლიმპიადის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწოს. 
„მინდა ავღნიშნო ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. თქვენ  კარგად გახსოვთ, როგორ სწორად მოვიქეცით, როდესაც სოჭის ოლიმპიადა გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკელებთან, ევროპელებთან, რუსებთან ერთად. ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. რაც მთავარია, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. არ ვაპირებთ, რომ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, მითუმეტეს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეხება. თუმცა მინდა ავღნიშნო, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics