|
2019-10-14 12:33:34, 1948 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება
„ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი პარტიის მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ კანონის უზენაესობაა. „ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, მათ არ ემუქრებათ ხიფათი, არ ემუქრებათ არასტაბილურობა და შურისძიების ახალი ტალღა, როგორც ეს იყო 2012 წელს. ეს არ ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნები იქნება უგულვებელყოფილი, კანონი ყველასთვის დაცული იქნება. ადამიანებს პასუხი მოეთხოვება ჩადენილი უკანონობებისთვის, მაგრამ განსხვავება შურისძიებასა და კანონის უზენაესობას შორის გახლავთ ეს, რომ კანონის უზენაესობის პირობებში დაცულია კანონი, ხოლო შურისძიების პირობებში დგება იმ ადამიანების სია, ვის მიმართაც უნდა მოიძებნოს დარღვევა და წავიდეს ციხეში, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ხალხი გადაწყვეტს, რა ურჩევნია - კანონის უზენაესობა, თუ შურისძების ახალი ტალღა. „მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ ჩვენ არ ვადგენთ შურის საძიებელი ადამიანების სიას, ჩვენ არ ვადგენთ სიას, ვინ უნდა დაისაჯოს ხელისუფლების შეცვლის მერე. არავის დასჯა არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს მშვიდად, მაგრამ რა თქმა უნდა, კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა - ეს არის კანონის უზენაესობის ნაწილი. არჩევანი, რომელი ურჩევნია ამომრჩეველს, კანონის უზენაესობა, თუ შურისძიების ახალი ტალღა, ეს არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მოსახლეობამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)