|
2019-10-11 13:48:51, 2958 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: არ ვეთანხმებით პროკურორის მოთხოვნას, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდებაზე
თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, დაზარალებულის მხარე, პროკურორის მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება. ადვოკატის განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ დაზარალებულის მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან ბრალდებული ილია ჯიშკარიანი დეპუტატის თანამდებობას იკავებს. „დღეს ჩვენ მივმართეთ წერილობით მთავარ პროკურორს და მოვითხოვეთ პირად კონტროლზე აიყვანოს სისხლის სამართლის საქმე, ასევე მივუთითეთ იმ მტკიცებულებთან დაკავშირებით, რომლებიც დევს და ცხადყობს, რომ ბრალდებული ილია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედების მცდელობასა და მტკიცებულებების განადგურებას, შესაბამისად არ ვეთანხმებით პროკურორის მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. გვაქვს, საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩვენ შემთვევაში არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებულის მოთხოვნა, შერჩევითი სამართლის პრინციპით, ვინაიდან მას აქვს მაღალი თანამდებობა და ის არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი", - განაცხადა ავოკატმა. გარდა ამისა, ლუკავას განცხადებით, ილია ჯიშკარიანს არ აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მისთვის პატიმრობის შეფარება არ შეიძლებოდეს. „წერილობით მოვითხოვეთ, გამოითხოვოს პროკურატურამ ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული მასალები, ვინაიდან ჩვენ სატელევიზიო სიუჟეტებში ვნახეთ, როგორ საუბრობს ილია ჯიშკარიანი ინტერვიუში. მას არ აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა,რაც ჩანს სიუჟეტში, რომ არ შეიძლებოდეს მისთვის პატიმრობის შეფარდება ან არ შეეძლოს სასამართლოში მისვლა პროცესზე დასწრების მიზნით", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მის თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ბრალი წარუდგინეს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)