00:06 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 14:16:13, 1583 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა.

შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლაშა ლაბაძემ - დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა; ბიზნეს ომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, ასევე , შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა,  ბექა ფერაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. იქედან გამომდინარე რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა,  მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ რომლის დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, სექტემბერში ამოქმედებული კანონის ახალი რედაქციით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება უფრო  მარტივად და ამასთან,  სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics