|
2019-10-09 18:00:04, 1731 ნახვა
კომენტარი
მუსტაფაევა - მუხთარლის გატაცების შემდეგ, საქართველოში თავისუფალი მედიის შესახებ მითი დაინგრა
„როდესაც ორნახევარი წლის წინ ჩემი მეუღლე გაიტაცეს და უკანონოდ გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს, მითი საქართველოში თავისუფალი მედიის შესახებ დაინგრა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ თბილისში მედია თავისუფლების საკითხზე გამართულ, სამხრეთ კავკასიის მე-16 მედია ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების მხრივ, მდგომარეობა საქართველოსა და სომხეთში უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანში. „სამხრეთ კავკასიაში ჩვენ მედია თავისუფლების შესადარებლად ვიყენებთ სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ვფიქრობ სომხეთსა და საქართველოში მედია უკეთესს პირობებშია, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთს არა ცუდი, არამედ კარგი ინდიკატორი შევადაროთ", - განაცხადა მუსტაფაევამ. მან ასევე "რუსთავი 2"-ის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენზურა მედია პლურალიზმს ხელს უშლის. „რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს, სიჩუმე ხელს უწყობს ცენზურას და ხელს უშლის მედია პლურალიზმს. თავისუფალი მედიის რღვევა აზერბაიჯანში 20 წლის წინ დაიწყო და ვიმედოვნებ საქართველოში 10 წლის შემდეგ ეს არ განმეორდება", - დასძინა მუსტაფაევამ. შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)