|
2019-10-08 17:01:31, 2013 ნახვა
კომენტარი
მეზურნიშვილი: დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს
„ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, დასავლეთში პოზიტიური შეფასებები უკვე მოჰყვა. „მისასალმებელია, რომ პირველ ნაბიჯებს და განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, უკვე მოჰყვა პოზიტიური შეფასებები დასავლეთში. „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს „რთული გზა ელის წინ, მაგრამ მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება“. დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს. განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება მისი წარმატებული საქმიანობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - აღნიშნავს მეზურნიშვილი. ცნობისთვის, გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზე საუბრობს.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)