|
2019-10-04 12:34:39, 3099 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: თუ ვინმეს ნატო-ში ჩვენი მიღება უნდოდა, გუშინწინ მიგვიღებდა - სამხედრო მიუმხრობლობაზე უნდა ვიმუშაოთ
„გუშინ პრემიერმა NDI-ს მონაცემები გაავრცელა, რომ ნატო-ს თითქოს მხარს უჭერს ჩვენი მოსახლეობის 71%, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის, განწყობები შეიცვალა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ინაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციას „მიუღწევადი ამოცანა“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამხედრო მიუმხრობლობაზე უნდა დაიწყოს მუშაობა. „თუ ვინმეს ჩვენი მიღება უნდოდა ნატო-ში, გუშინწინ მიგვიღებდა, მაგრამ დღეს უკვე არის ვითარება, რომელიც შემდეგი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა: ნატო არის ჩვენთვის მიუღწევადი ამოცანა. ამაზე მკაფიოდ საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პატრნიორებიც. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებასაც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დავიწყოთ მუშაობა სამხედრო მიუმხრობლობის მოდელზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)