15:19 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 14:02:38, 856 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება  მთლიანად ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა.

ამის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები თავად აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი საბანკო სექტორზე კონტროლის დაწესებაა.

„ჩვენი პოზიცია საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით არის ცალსახად ნეგატიური და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. თვითონ კანონმდებლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებების მიზანი საბანკო სექტორზე პოლიტიკური კონტროლის დაწესებაა. თუ რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე, ამის დასადგენად შორს წასვლა არაა საჭირო, შეგვიძლია, რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახოთ თუ რა მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ბანკი არის სუსტი, არ დგას თავის სიმაღლეზე, ზედამხედველობაც არის სუსტი და არადამაკმაყოფილებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს ამ მიმართულებით და ის კანონმდებლობა, რასაც დღეს განიხილავენ და რომელშიც ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება არის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, როგორც ზოგადად ეკონომიკისთვის, ასევე საბანკო სექტორისთვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics