|
2019-10-02 10:48:04, 1664 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდი“ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებს „რაგბი მენიუს“ სთავაზობს
ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებულად გემრიელი შეთავაზება აქვს. „რაგბი მენიუ“, რომელსაც „ვენდი“ კერძების გამოძახების სერვისით მოსარგებლე მომხმარებელს 28 სექტემბრიდან სთავაზობს საგულშემატკივრო, ნოყიერი კერძების გარდა, წამახალისებელი აქციითაცაა მიმზიდველი, რომლის სუპერ პრიზი - მოგზაურობა ბარსელონაში ორ ადამიანზე საყვარელი რაგბის ნაკრების საქომაგო განწყობას კიდევ მეტად ამაღლებს. 2 ნოემბრის ჩათვლით 18 + ნებისმიერი პირი, რომელიც „ვენდის“ „რაგბი მენიუს“ შეუკვეთავს მობილური აპლიკაციითა თუ ვებ გვერდით GlOVO-ს, WOLT-ის თუ MENU.ge-ს საშუალებით, მენიუს შემადგენლობაში შეთავაზებული ქართული ხორცითა და პურით დამზადებული უგემრიელესი ბურგერის, დიდი ზომის ფრის და ლუდი ,,ესტრელას“ (0.5 ლ.) გარდა, მონაწილეობას მიიღებს წამახალისებელ აქციაში. საკვების გამოძახების სერვისით მოსარგებლე „რაგბი მენიუს“ ყოველი 50-ე მომხმარებელი დასაჩუქრდება რაგბის მაისურით, რაგბის ბურთით ან 24 (0.5 ლ-იანი) ქილა ლუდი ,,ესტრელას“ შეკვრითა და ბრენდირებული ჭიქით. ის მომხმარებელი კი, ვინც კამპანიის განმავლობაში შეიძენს „ვენდის“ ყველაზე მეტ „რაგბი მენიუს“ ,,ესტრელასგან“ და „ვენდისგან“ საჩუქრად მიიღებს საგზურს ბარსელონაში ორ ადამიანზე და ბარსას თამაშზე დასასწრებ ორ ბილეთს. „ვენდის“ ყველაზე სპორტული აქცია მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და გორში. "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
(R)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)