02:33 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 18:38:37, 1651 ნახვა

ეკონომიკა
კენეტ ენჯელი - OPIC-ის ინვესტიცია ფოთში ახალი ტერმინალის ასაშენებლად წარმოადგენს აშშ-სგან მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს განვითარებისადმი

„ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში და ინვესტიციას ვაჭრობაში. ახალი ტერმინალი საშუალებას მისცემს უფრო მსხვილ გემებს, შემოიტანონ ტვირთი ფოთში, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის საქართველოს,  როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალს. OPIC-ის დაფინანსება  „პეის ჯგუფს" საშუალებას მისცემს შექმნას მულტიფუნქციური ტერმინალი, უფრო დიდი, მოდერნიზებული პორტი კი გააძლიერებს საქართველოს,  როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული ტრანზიტული წერტილის პოზიციას", - ამის შესახებ OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა ფოთში „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ახალი ტერმინალის პროექტი ფოთში აშშ-ის  მთავრობის  კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება.

როგორც კენეტ ენჯელმა აღნიშნა, OPIC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  არამხოლოდ ფინანსური ასპექტები, არამედ ის სარგებელი, რომელიც განვითარებას უკავშირდება პროექტის ფარგლებში.   კენეტ ენჯელის შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს პროექტი ასევე შექმნის ძალიან ბევრ, მუდმივ სამუშაო ადგილს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისათვის.

„OPIC-ის ინვესტიცია ახალი ტერმინალის ასაშენებლად წარმოადგენს აშშ-სგან მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს განვითარებისადმი. მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ ფეის ჯგუფთან პეის ტერმინალის პროექტის ფარგლებში და მსურს აღვნიშნო, რომ „პეის ტერმინალის" წარმატება გულისხმობს საქართველოს წარმატებას“, - განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics