|
2019-09-30 14:15:22, 1733 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: რეგიონში ზრდა 0,1 პროცენტია, ჩვენი 5%-იანი ზრდა ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადია
„ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დავგეგმეთ. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამომწვევებიდან გამომდინარე, ეს გამბედავი განაცხადია. ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ოპონენტები ორნიშნა ზრდასაც ახსენებენ, მაგრამ ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ის რეგიონული ტენდენციები და ზოგადად, მსოფლიო ტენდენციები, დამერწმუნეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1%, 5%-იანი ზრდა ეს არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. ჩვენ წელს უპრეცედენტოდ მაღალი 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში მიმდინარე ხარჯები იქნება 11 მილიონი. ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე მიიმართება 3,7 მილიონი.თუმცა, აქ ყველაზე მთავარია, რომ ის პროცენტული თანაფარდობა დანახარჯებსა და კაპიტალურ ხარჯებს შორის, რასაც ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ, არის 23%-ის მიდამოში. ვალის დაფარვის ხარჯები 1 მილიარდი ლარი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი არის ერთი მხრივ სოციალურ პასუხიმგებლობაზე ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისეთი ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და არ შეაფერხებს განვითარებას, რომელიც ესე ჭირდება ჩვენ ქვეყანას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)