04:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 15:23:34, 1796 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: კორეული კომპანიები ქართული პროდუქციის იმპორტით აქტიურად ინტერესდებიან

საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ კომპანიებს მასპინძლობს- ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით  სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში  ქართულ და კორეულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

 ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში კიმ სი-ვუნგმა და კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავჯდომარემ ჰონგ კვან-ჰიმ. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

„ეს არის პირველი ვიზიტი, რომელიც ემსახურება სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას და ახალი ბიზნესკონტაქტების ჩამოყალიბებას. კორეული კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილია ფორუმზე, დაინტერესებულნი არიან ისეთი ქართული პროდუქციის იმპორტით, როგორიც არის ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი.  კორეული კომპანიები ასევე ინტერესდებიან სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტითაც. ვფიქრობ, რომ ფორუმის ფარგლებში, ბიზნესებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გენადი არველაძემ.

ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციას (KOIMA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics