|
2019-09-21 13:18:17, 5806 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომ მოსახლეობისთვის წამლის ხარისხსა და ფასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. „უახლოეს 1 თვეში დავასრულებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტების თაობაზე თემატურ მოკვლევას. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის გადავჭრათ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა. ყველა ეს თემა აისახება საშემოდგომო სესიის კიდევ ერთ პრიორიტეტში. ეს არის საბიუჯეტო პროცესი. კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება იმის თაობაზე, თუ რა თანხები უნდა გამოიყოს ბიუჯეტში იმისათვის, რომ ყველაზე უფრო მოწყვლადი მოსახლეობისთვის ეს პრობლემა იყოს წელსვე გადაწყვეტილი. ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც უახლოეს მომავალში ქრონიკული ავადმყოფებისთვის, რომლებიც წამლების შესყიდვაში ყოველდღიურად, ქვეყნის მასშტაბით, ხარჯავენ დაახლოებით, 726 მლნ ლარს საკუთარი ჯიბიდან, ეს ტვირთი იყოს შემსუბუქებული და საერთოდ გაუქმებული", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)