14:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 19:52:16, 533 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა კონფერენცია „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყვარელში კონფერენცია „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტრიდან აცნობეს, სამხრეთ კავკასიის ნატოს საზაფხულო სკოლის სემინარი საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ორგანიზებით და ნატოს საჯარო დიპლომატიის სამსახურის (PDD) მხარდაჭერით იმართება. 
თინათინ ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. 
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ეს მოსაწვევი მივიღე. მზად ვარ ნებისმიერ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან ვითანამშრომლო, როდესაც საქართველოში ვარ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მათთვის ვაკეთებთ, იმიტომ რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. შესაბამისად, მათი აზრი, დამოკიდებულება, პოზიციები და დისკუსიები განსაკუთრებით საინტერესოა. ახალგაზრდებს სხვაგვარი ტვინი აქვთ, სხვაგვარად ფიქრობენ“, - განაცხადა ხიდაშელმა. 

ყვარელში მიმდინარე კონფერენციაზე ისეთი თემები განიხილება, როგორებიცაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-რუსეთის და ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რელიგიური ექსტრემიზმი სამხრეთ კავკასიაში და ISIS-ის საფრთხე მსოფლიოსთვის.
სემინარში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics