19:42 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 18:46:08, 4135 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

,,რამზან ახიადოვი ტერორისტია, დადასტურებულია, რომ ის ISIS-ის მებრძოლი იყო. ქართულმა მხარემ შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნაკისრი აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით. ახიადოვი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით და ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ არის დაცული - ეს ყველაზე უკეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის. ამ კაცის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაში მათ რომ რაიმე ტიპის საფრთხე დაენახათ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდა ინტერიმს, ანუ დროებით ღონისძიებას ექსტრადაციის შესაჩერებლად. რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ე.ი. ახიადოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია" რაც შეეხება ოპონენტების პრეტენზიებს სესიაშვილი აცხადებს, რომ სასაცილო და სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი და ფეხ ქვეშ გამთელავი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ახლა ჩეჩენი რამზან ახიადოვის ექსტრადიციის საკითხზე წუხან. ამგვარი პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს. ,,თუმცა, მათგან გასაკვირია არაფერია. რადგან თუ ჩვენს  მოვახდინეთ ტერორისტის ექსტრადირება საქართველოდან, ჩვენმა, ტერორიზმის დამცველმა ოპონენტებმა, 2010 წელს, საქართველოში ახმედ ჩატაევი შემოიყვანეს, სხვათა შორის, გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით“, - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics