14:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 16:37:53, 516 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს მოამზადებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს მოამზადებს. 

ამის შესახებ საპარლამენტო  უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„პარლამენტი ამ მიმართულებით უახლოესი დღეების განმავლობაში იმუშავებს. კომიტეტები მოამზადებენ შესაბამისი განცხადება იქნება თუ რეზოლუციის პროექტს, მას შემდეგ რაც მოისმენენ უწყებების მხრიდან ანგარიშს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ. 
დეპუტატ გია ვოლსკის ინფორმაციით, არსებულ ფაქტთან დაკავშირებით გაიმართება გაფართოებული კომისიის სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან შესაბამისი უწყებები. 
ვოლსკის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდა  შსს-სთან, პრემიერის წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და სხვა შესაბამის უწყებებთან. 
ცნობისთვის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 295- 300 მეტრით არის გადმოწეული. ე.წ. საზღვარი ძველი ბანერის ადგილიდან, რომელიც ორჭოსანის მიმართულებით იყო დამონტაჟებული, ახალი ავტობანის მიმართულებით არის გადმოწეული.  ახალი ბანერები წითელ უბანშიც დაამონტაჟეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics