|
2019-09-13 11:35:10, 3058 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი - ბოლო 25 წლის განმავლობაში ბიზნესი ზეწოლისგან ასეთი თავისუფალი არ ყოფილა
"წარმოდგენა არ მაქვს, ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო, მე ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე მიანიშნებს. მაჭავარიანი ამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე თავისუფალი ბიზნესგარემოა. “თქვენ ისე მისვამთ შეკითხვას, თითქოს ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი - იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე - მე არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო - ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ, დანარჩენი, ქართულ პოლიტიკაში, თქვენ მითხარით ვინ არის სანდო და ვინ არა. გეტყვით ერთ რამეს - ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან ერთი 20-22 წელი ვარ ბიზნესში, ერთი წელია რაც ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს გეტყვით სრული პასუხისმგებლობით - ასეთი თავისუფალი ბიზნეს-გარემო და ბიზნესი ზეწოლისგან, ამ ბოლო 25 წლის პერიოდში, არ ყოფილა. დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ, დადონ და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. კიდევ ვიმეორებ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, იქიდან მოყოლებული დღემდე ბიზნესი ასე თავისუფალი არ ყოფილა”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)