|
2019-09-10 18:00:35, 3201 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ინაშვილზე: პრობლემა ის კი არაა, რომ პოლიტიკური გიჟები არსებობენ, არამედ ისაა, რომ ხელისუფლება მათ აძლიერებს
"პრობლემა ის კი არაა, რომ თავისუფალ სამყაროში პოლიტიკური გიჟები არსებობენ, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი მთავრობა მათ აძლიერებს", - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მისვლის ფაქტი. ბოკერია მიიჩნევს, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებასთან ერთად „ერთ გუნდში“ ყოფნა კრიზისის მაჩვენებელია. „ველურობაა ასეთი საქციელი, რომელიც ადასტურებს იმას, თუ როგორი კრიზისი გვაქვს, როცა ასეთი ხალხი ხელისუფლების ღია მოკავშირეები არიან. ინაშვილისნაირები თავისუფალ ქვეყნებშიც არიან და თავისუფლება ყველასთვის არის, უბრალოდ, ასეთი შემოვარდნებისას გააბუნძულებენ ხოლმე. როგორც იქცეოდნენ აქ ვიღაცა თანმხლები, მოკრიმინალო, ვითომ ჟურნალისტები, რაღაცა სკანდალს რომ აწყობდნენ. პრობლემა ის კი არაა, რომ თავისუფალ სამყაროში ყველანაირი პოლიტიკური გიჟები არსებობენ, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მთავრობა გვყავს, რომელიც ამ ხალხთან ერთად ერთ გუნდშია და რომელიც მათ აძლიერებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ოფიციალურად, არ ჰქონდა, თუმცა ის მოხსენებით გამოსვლას ითხოვდა. ინაშვილის განმარტებით, კონფერენციაზე გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ ცილისწამებლური განცხადებები გაავრცელა, მას კი პასუხის გაცემა სურდა. პროცესში ინაშვილი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. საბოლოოდ, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)