04:42 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 15:44:41, 2205 ნახვა

კომენტარი
ხატია მოისწრაფიშვილი: მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პრეზიდენტთან

პროფესიული გამოცდილება და ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე  საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი მის მიერ თანამდებობის დატოვებას.

მოისწრაფიშვილი იმედოვნებს, რომ მედია მის პოზიციას გაითვალისწინებს და „ინციდენტს ამოწურულად“ ჩათვლის.

„რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“, - წერს მოისწრაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოისწრაფიშვილი გაათავისუფლეს და ამის მიზეზად უკვე ყოფილი პრესსპიკერის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადებაა მოყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics