|
2019-09-10 12:38:45, 1265 ნახვა
კომენტარი
კვიციანი: „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დაპირისპირება სუს-ის მოწყობილია
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან მისი დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწყობილია - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ემზარ კვიციანმა Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული, შემთხვევით ჩართული ლაივიც გაიხსენა და ესეც მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას დაუკავშირა. „ამ შემთხვევის წინა დღეს მე ძალიან მკაცრად და მწვავედ გავაკრიტიკე სუს-ი და მისი ხელმძღვანელი. აი, ამის შემდეგ რომ მოხდა ის, რაც მოხდა. ვერ აკავშირებთ ამას ერთმანეთთან? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს იყო სუსის მოწყობილი - პირველი დევნა ხომ არ არის ჩემ მიმართ? დევნა არის ჩემ მიმართ ყველა მხრიდან - სასამართლოდან, პროკურატურიდან და, მათ შორის, ჟურნალისტებიდან. გახსოვთ ალბათ ჩემ მიერ შემთხვევით ჩართული ლაივი - როგორ დაატრიალეს და გააპიარეს მთელს მსოფლიოში, უნდოდათ ამითი ჩემი გამარგინალება, მაგრამ არ გამოუვიდათ“ , - განაცხადა ემზარ კვიციანმა. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)