|
2019-09-09 10:27:13, 2861 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ
„პირველ რიგში, როგორც ეს იყო ნათქვამი ბატონი გიორგის მიერ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით და დროულად დავასრულოთ ყველა ის პროგრამა, რომელიც დაწყებულია, შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან კომენტარისას, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ გააკეთა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის. „ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი, პროფესიონალი, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული გუნდი და გვყავს ასეთივე ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ძალიან მალე დავდებთ ხელშესახებ შედეგს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს, ჩვენი პროგრამის მიხედვით, მთავარი გამოწვევებია სიღარიბის დამარცხება და ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დასაქმება - ეს არის ის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, ასევე გავაგრძელებთ უკვე დაწყებულ პროგრამებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მათ, რომლებიც ორიენტირებულია რეგიონებში დასაქმების, ბიზნესის ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. დღეს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
(NS)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)