|
2019-09-06 11:15:22, 3190 ნახვა
რეგიონი
„ბლექ სი არენა“ სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ ერთად, ხვალ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ხვალ, 7 სექტემბერს, Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთად უმასპინძლებს. ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება და ის 7 სექტემბერს გაიხსნება. შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე" მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo. საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“. "ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. ჩვენც ჩვენის მხრივ პროექტში Check in Georgia-ს ფარგლებში ვართ ჩართულნი და გვინდა, რომ ქართველმა მსმენელმა ხარისხიანი მელოდიებს, ხმებს და შესრულებას მოუსმინოს. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. სს "ქართული ლუდის კომპანია" დაინტერესებულია, რომ მრავალხმიანობის სამშობლო - საქართველო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ. მას ვისაც უნდა მოუსმინოს მრავალხმიან მელოდიებს ვეპატიჟებით 7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე". აუცილებლად ესტუმრეთ 7 სექტემბერს შვილებთან ერთად „ბლექ სი არენას“, მით უმეტეს, რომ ბავშვებისთვის არენას ტერიტორიაზე სპეციალური კუთხეები გაქვს მოწყობილი", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე. „ბლექ სი არენასა” და სს "ქართული ლუდის კომპანიის" თანამშრომლობის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციის - "ზედაზენისა" და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი გამაგრილებელი სასმელების მირთმევა და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია. თავის დროზე, სს "ქართული ლუდის" კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან" თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.
(R)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)