|
2019-09-05 19:53:04, 532 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში განვითარება, დინამიკა და ინვესტიციები არის შეუქცევადი პროცესი
ახალ ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის "ბათუმი რივიერას" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახილა ინვესტიციის ევროპულ წარმომავლობაზე, ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც მისი თქმით, ბათუმის შეუქცევადი და მდგრადი განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. რეგიონის პირველმა პირმა პროექტის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას. "განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ძირითად ნაწილში ევროპული ინვესტიცია, იქნება ხარისხი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუქცევადი და მდგრადი განვითარებისთვის. ამავე დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუფრთხილდეთ დასაქმებულების უსაფრთხოებას, და მე მინდა ვთხოვო ყველას - ინვესტორებს, დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ამ კონკრეტულ პროექტში პარტნიორების ჩართულობა ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს და მოლოდინს, რომ ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. "ბათუმი რივიერა" არის კომპანია "ჰოხბაუ"-ს 30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი. მრავალფუნქციურ კომპლექსში 70 ადამიანი დასაქმდება. შენობა მოიცავს აპარტ ჰოტელს, რომელიც განლაგებული იქნება პირველ და მე-15 სართულებზე, გამწვანებულ ზონას, ელექტრომობილების დასამუხტს და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხს - საპარკინგე ადგილებს. ასევე მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინი, რომელიც შექმნილია ესპანელი დიზაინერის რაულ კოსადოს მიერ.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)