|
2019-09-05 13:27:55, 6627 ნახვა
სამხედრო
ვოლსკი: ახალგაზრდები სექტაში კი არ უნდა გაიქცნენ, არამედ დადგნენ იმ პოზიციებზე, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია
ჯარში გაწვევის თემაზე პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი - სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ- სექტაში, არამედ იმ პოზიციებზე დადგნენ, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. ვოლსკის განმარტებით, ჯარი ახალგაზრდებს უნდა აძლევდეს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. „ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას, უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რასაკვირველია, ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოჰყვეს. რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, ზუსტადაც ამ მიმართულებით გაიყვანს და ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შევფუთოთ ოპოზიციური თუ მხარდამჭერი პლატფორმებიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)