|
2019-09-05 12:41:00, 6753 ნახვა
სამხედრო
წულუკიანი: უნდა ვაღიარო, რომ წვევამდელებს ჩვენთან სამსახური არ უხარიათ
„წვევამდელებს არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. წულუკიანის ინიციატივით, წვევამდელებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს იცავენ, აუცილებლად უნდა გაუფორმდეთ საკონტრაქტო პირობები. „მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ დღეს იმისთვის, რომ ციხეების გარე პერიმეტრი დავიცვათ 15 პენიტენციური დაწესებულების, დაახლოებით 1500 წვევამდელი გვჭირდება. დღეს ჩვენ 411 წვევამდელი გვყავს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ გადავიდეთ ან სრულად ან ეტაპობრივად საკონტრაქტო სამსახურზე. თუკი ნოემბრის საბიუჯეტო კანონი და თქვენი მხარდაჭერა იქნება, მთლიანად გადავიდეთ გაისად საკონტრაქტო სამსახურზე. უნდა ვაღიარო, რომ წვევამდელებს არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)