|
2019-09-04 14:29:21, 1671 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: სავაჭრო ბალანსის მონაცემები უმჯობესდება, რაც გაცვლითი კურსის დინამიკაზე პოზიტიურად იმოქმედებს
"სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, რაც ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც გვენეტაძემ განმარტა, როდესაც მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი დაიდება და სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორი გაუმჯობესებას აჩვენებს, ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ექნება. "კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ამ შემთხვევაში ის არხი, რომელზეც ჩვენ თავიდან ვსაუბრობდით რა თქმა უნდა ძალაშია და ზუსტად მან იმოქმედა და შეასრულა ტავისი როლი. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საგარეო შოკი საქართველოსთვის გამოიხატა ავიასანქციების და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, რამაც კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. როდესაც მოხდა ამ ინოფმრაიცის გავრცელება ისინი ვისაც უცხოური ვალუტა ჰქონდათ გასაყიდი, უფრო მაღალი კურსის მოლოდინით თავს იკავებდნენ გაყიდვისგან, ხოლო უცხოური ვალუტის მყიდველები მომავალში კურსის გაუფასურების შიშით უფრო აქტიურად იწყებნენ შესყიდვებს, რამაც შექმნა ეს ვითარება. მოლოდინების არხი ივლის-აგვისტოში უკვე ამოქმედებელუ იყო. ის სხვადასხვა ინდიკატორი რომელიც გვაქვს, ეკონომიკის ზრდა, სავაჭრო ბალანსი, თავისი იმპორტის შემცირებული მაჩვენებლით, აჩვენებს, რომ იქნება სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, რაც ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსის გაუფასურების კვალდაკვალ, მცირდება იმპორტზე მოთხოვნა. ამის შედეგად სავაჭრო ბალანსი უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. გარკვეულწილად ეს აბალანსებს ტურიზმის შემოსავლებში იმ დანაკლისს, რომელიც ქვეყანას ექნება. ზოგადად, გაცვლით კურსზე გავლენას ჯამურად სავაჭრო ბალანსი ახდენს და არა მისი ერთი რომელიმე კომპონენტი. რადგანაც ვიცით, რომ ჯამურად სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს. როდესაც დავინახავთ, რომ ჩვენს ინტერვენციას ექნება პოზიტიური გავლენა კურსის მოკლე და საშუალოვადიან დინამიკაზე, ინტერვენციების ინსტრუმენტს შესაბამისად გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის მოკლევადიან პერიოდში ახდენს გავლენას. მაგრამ მაშინ, როდესაც დაიდება მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი და როდესაც უფრო ცხადი იქნება ეკონომიკური მაჩვენებლები, გაუფასურებული კურსი ისევ შემობრუნდება და მას გამყარების ტენდენცია ექნება. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც მოლოდინები თამაშობს გარკვეულ როლს, მაგრამ როდესაც სხვადასხვა ინდიკატორი გაუმჯობესებას აჩვენებს, ეს პოზიტიურად იმოქმედებს გაცვლითი კურსის დინამიკაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)