|
2019-08-29 14:13:01, 2446 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: საქართველოში შეუძლებელი არაფერია - მეუბნებოდნენ, რომ არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს“, მან კი ის აირჩია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ხალხს მოუწოდებს საქართველოში ჩამოვიდნენ. როგორც პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მედეფის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია. "ჩემთვის დიდი პატივია მედეფის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მიღება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვევა დიდი პატივია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ, ჩემი ქვეყნისთვის. დღეს ჩემი აქ მოწვევით თქვენ გამოხატავთ იმას, რასაც ჩვენ თქვენგან ყველაზე მეტად ველით - ეს არის აღიარების ჟესტი, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ისე ვისაუბროთ, როგორც ევროპაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპის წევრობისკენ მიისწრაფის. შესაბამისად, ნება მიბოძეთ, მოგმართოთ არამხოლოდ, როგორც ევროპაზე შეყვარებული ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ როგორც ევროპული ქვეყნის პრეზიდენტმა. იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც თავს უკვე ევროპის ნაწილად გრძნობს. ჩამოდით ჩვენთან, რომ თავად დაინახოთ როგორი ევროპელები ვართ. მე ჩემი პირადი ისტორია მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია. ისტორია სიურპრიზებითაა სავსე, მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად იარსებებდა, თუმცა საქართველო პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს", მან კი ის აირჩია. ამიტომ, როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია. საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს. ჩინეთის აღზევებისა და ამერიკის ახალი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ევროპა კიდევ ერთხელ დგას ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე: გახდეს რეალური პოლიტიკური ძალა და დაიცვას თავისი ინტერესები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპას სხვა გზა, გარდა წარმატებისა არ აქვს. თითოეულ დიდ კრიზისს ყოველთვის მოსდევს პროგრესული ნაბიჯი და სწორედ ამას ველით ჩვენ, ქართველები“,- განაცხადა პრეზიდენტმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)