|
2019-08-28 15:23:13, 2253 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე ლარის კურსზე - იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, შესაბამისად ვიმოქმედებთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. გვენეტაძის განმარტებით, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. „მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ბოლო მოვლენებზე გვქონდა მოლოდინები, თუმცა ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვიმსჯელებთ და გამოუშვებთ პრესრელიზს“, - განაცხადა გვენეტაძემ. როგორც გვენეტაძემ განმარტა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციის დონის კონტროლია. „იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას რომ ინფლაციამ იმოძრაოს მიზნობრივ მაჩვენებელში. ინფლაცია შეიძლება იყოს თარგეთის ფარგლებში ზევით ან ქვევით, თუმცა არ უნდა გაცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აცხადებს გვენეტაძე.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)