|
2019-08-12 17:31:29, 1366 ნახვა
კომენტარი
„ბრძოლას გავაგრძელებთ“ - „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელები პოტენციურ მყიდველებს მიმართავენ
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას ყიდის. როგორც ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, წინასწარ არის შეთანხმებული, თუ ვინ უნდა იყიდოს ტელევიზია, დაგროვილ ვალებზე საუბარი კი, ამ პროცესის ლეგალიზაციას ემსახურება. „ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე წინასწარ შეთანხმებულია და მოლაპარაკებულია, ვინ უნდა შეიძინოს და უბრალოდ ამ ყველაფერის რაღაც ლეგალიზაცია და გაპრავება მიმდინარეობს, რომ ეს ყველაფერი ხალხის თვალში გამოჩნდეს, როგორც გამჭვირვალე პროცესი, ან კიდევ მეორე არის, რომ უბრალოდ ადამიანი რომელიც შედიოდა "რუსთავი 2"-ში, ყველა ეუბნებოდა და თვითონაც გადასარევად იცოდა, რომ ამ კომპანიას ჰქონდა ძალიან სერიოზული ვალები. შესაბამისად, ის მაინც უნდა ეფიქრა, რომ რანაირად შეიძლებოდა გაძღოლოდა ამ კომპანიას და გაესტუმრებინა ეს ვალები. იმის თქმა, რომ გაცილებით უფრო მეტი აღმოჩნდა ვალები, შესაძლებელია, მაგრამ ყველამ გადასარევად იცოდა 7 წლის განმავლობაში, რომ გადასახადების გადახდა არ ხდებოდა, რომ იქ რაღაცები არ ხდებოდა ა.შ... როგორც ჩანს, ეს არის რაღაც გარკვეული სცენარი, რომელიც როგორ განვითარდება და რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი იქითკენ რომ ან დაღუპოს, ასე ვთქვათ, ბრძოლაში "რუსთავი 2", ან კიდევ შეეგუოს თავის ბედს“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ. რაც შეეხება დავით დვალს, ის მიიჩნევს, რომ დავალიანების მქონე ტელეკომპანიის ყიდვის ინტერესი მხოლოდ პოლიტიკური შეიძლება იყოს. „კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა მსურველს, რომელიც ალბათ წინასწარ არის ცნობილი და ალბათ უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ იყიდის "რუსთავი 2"-ს. მინდა რომ გავაფრთხილო, რომ ეს არ იქნება მისი კეთილსინდისიერი მფლობელობა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე და ჩვენ დავუმტკიცებთ დღევანდელ მფლობელსაც და ხელისუფლებასაც, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დაზარალდა სინამდვილეში და სამართლიანობის აღდგენა იქნება ის, რომ "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს. ის რომ "რუსთავი 2"-ს ვალები აქვს და საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება ამის ყიდვა თავის ვალებიანად ეს ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესისთვის შეიძლება არა მიმზიდველი იყოს, თუმცა აქედან გამომდინარე, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ინტერესი იქნება“, - აცხადებს დავით დვალი.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)