|
2019-08-12 16:37:16, 1261 ნახვა
კომენტარი
პაატა სალია - ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა „ინტერმედიას“ მინიმალურ ფასად მიჰყიდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე, „კურიერის“ საარქივო მასალა სხვა კომპანიას გადაეცა. კერძოდ, როგორც სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ნიკა გვარამიას დადებული აქვს ხელშეკრულება „ინტერმედიასთან“, რომლის თანახმადაც 200 ათას ლარშია გაქვითული „რუსთავი 2“-ის კუთვნილი სრული საარქივო მასალა. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს დადებული აქვს ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული „რუსთავი 2“-ის კუთვნილი მთელი საარქივო მასალა, კურიერის ყველა სიუჟეტი მოყოლებული 1994 წლიდან 2019 წლამდე. რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან, ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენების და გასხვისების უფლებით. ეს არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მოცემულ შემთხვევაში და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე, მინიმალურ ფასში, რაღაც კაპიკებში ხდება გაქვითვა უნიკალური საარქივო მასალის, რომელიც იყო მხოლოდდამხოლოდ კურიერის საკუთრება. დღეს ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც და საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, საუბარია ინტერმედიაზე, მოიაზრება სწორედ ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. ძალიან საინტერესოა, რატომ დადო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა [ნიკა გვარამიამ] ამგვარი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტიურად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. ამაში სავარაუდოდ მისი ინტერესიც იკვეთება ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაატა სალიამ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)