|
2019-08-12 14:45:48, 1346 ნახვა
ეკონომიკა
რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათი „ზედაზენის“ ფოტოთი პასუხობს
უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, Facebook-ის გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს წარწერით: “ალბათ ამ ფოტოს შემდეგ, აღარ გაჩნდება ისეთი კითხვები, როგორც “რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში”. ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, და ასევე საქართველოში წარმოებული ქართული ლიმონათი – სს “ქართული ლუდის კომპანიის მიერ” ჩამოსხმული ლიმონათი “ზედაზენი”, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადი ლიმონათია. აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს და ცდილობს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მოახდინოს და უკრაინელები საქართველოში დასვენებით დააინტერესოს. ავიაკომპანია, ხშირად, სოციალური ქსელებით ქართული კულინარიის პროპაგანდასაც ეწევა. ცნობილია, რამდენიმე დღის წინ YanAir Airlines-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა 16, 18, 23 და 26 აგვისტოს. ფრენა აეროპორტ “ბორისპოლიდან“, ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებს და სულ მალე დამატებით 4 რეისს შეასრულებს. “უკრაინელებში აჭარაში დასვენების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული სეზონის ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დავამატოთ. ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიაბილეთების ფასები არ გაგვიზრდია”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.
(R)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)