|
2019-08-09 19:46:02, 1515 ნახვა
კომენტარი
გვარამია პროკურატურას: ან პატიმრობა, ან თავისუფლება - ნებისმიერ სხვა აღკვეთის ღონისძიებას დავარღვევ
„პროკურატურას ვეუბნები, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში - ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა“, - ამ სიტყვებით მიმართა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მთავარ პროკურატურას. როგორც მან აღნიშნა, ის უარს ეტყვის ნებისმიერ სხვა აღკვეთის ღონისძიებაზე, მათ შორის გირაოსა და შინაპატიმრობაზე. „მე არ მოგცემთ შესაძლებლობას არც ერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს. მაღალს უბრალოდ - ვერ, დაბალს - არ. მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არავითარ შემთხვევაში. არანაირი შინაპატიმრობა, არაფერი სხვა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს მოგონილ აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით წინასწარ, დავარღვევ ყველაფერს. არ დავემორჩილები. ამას ვეტყვი სასამართლოსაც, გამორიცხულია, ვერც ეჟვანს ვერ შემაბავთ, ვერც სახლში ვერ დამაბავთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება - მესამე არჩევანს არ გაძლევთ!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)