|
2019-08-09 17:03:19, 1503 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება პირადი შურისძიებაა
„ეს არის პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მცდელობა, ხელი შეეშალოს მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პროკურატურის მიერ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგინების გადაწყვეტილება. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს. „ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია, ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის, ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს, "რუსთავი 2"-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას. ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ვერ შეძლებს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს“, - ამბობს დავით ბაქრაძე. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)