|
2019-08-09 11:51:33, 1154 ნახვა
კომენტარი
სუბარი: სააკაშვილს ეშინია და ცდილობს, ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს ჰააგაში ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ემუქრებათ
სააკაშვილს რაღაცის ეშინია და ცდილობს, ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს ჰააგაში ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ემუქრებათ, სინამდვილეში სასამართლო განაჩენი რეალურად ოკუპანტისთვის იქნება და ამას ყველაზე კარგად რუსეთი ხედავს,- ამის შესახებ რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. სუბარმა ომის წინ, 2008 წლის ომის დღეებში და მის შემდეგ მიმდინარე პროცესებს "მოღალატეობრივი პოლიტიკა" უწოდა და აღნიშნა რომ ევროსაბჭოს 2 ოქტომბრის რეზოლუციის მხარდაჭერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ გამოაცხადა, თითქოს საქართველო დამნაშავე იყო ომის დაწყებაში - "ეს არის ჩვეულებრივი ღალატის ანატომია". მისი თქმით, სააკაშვილს რაღაცის ეშინია და ცდილობს ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს ჰააგაში ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ემუქრებათ. „სინამდვილეში არის პირიქით. ეს სასამართლო იქნება განაჩენი რეალურად ოკუპანტისთვის და ამას ყველაზე კარგად რუსეთი ხედავს. ქართველ ჯარისკაცებს რომ არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეთ, ცხადია, იმიტომ, რომ ისინი იცავდნენ თავის სამშობლოს და მათი გამართლება იქნება სწორედ ამ სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სუბარმა. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული, ყველაზე მოღალატეობრივი საქციელი ქართველი ხალხის წინაშე 2008 წლის აგვისტოა და ამ ღალატის შემადგენელი ნაწილია, თუ როგორ მიატოვეს ხალხი. მან გაიხსენა, როგორ გავიდა სამხედრო შენაერთი ყველანაირი სროლის გარეშე კოდორის ხეობიდან იმ დროს, როცა მოსახლეობას დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. სუბარის თქმით, პირადად გააფრთხილა კოდორში ყველა ნაცნობი, დაეტოვებინათ ხეობა. „რომ არა ეს გაფრთხილება, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი და ასე მოხდა დიდი ლიახვის ხეობაში, საიდანაც მოსახლეობის არათუ გამოყვანა, არც კი გაუფრთხილებიათ“, - განაცხადა სუბარმა.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)