|
2019-08-06 15:40:14, 1366 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი თუ რაღაც სისულელეს იტყვის, მე რომ თავი ვიმართლო, არასერიოზულია
"ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი სისულელეს იტყვის და მე გამოვიდე და თავი ვიმართლო მგონი, არასერიოზულია" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციას, რომელიც მერს ტენდერების საშუალებით კომპანიების გაკოტრებას და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრასთან კავშირს აბრალებს. კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებდნენ, ხოლო ტენდერის შესახებ ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. „შეგიძლიათ თავად კომპანიას ჰკითხოთ ეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეთ საკვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია ის ვალდებულება, რაც აქვს ნაკისრი კომპანიას ხელშეკრულებით შეასრულოს. ეს მხოლოდ კვებას არ ეხება. იგივეა სამშენებლო მიმართულებითაც თუნდაც. როდესაც შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, იყო სხვა კომპანია, რომელიც ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებას და მოგვიწია იმის გაშვება. გამოვაცხადეთ ტენდერი, იყო კონკრეტული კომპანია გამარჯვებული, ემსახურებოდა ბაღებში კვების უზრუნველყოფას, შემდეგ შეექმნათ პრობლემები, ვერ უზრუნველყოფდნენ საკვების მოტანას და მოგვიწია მათი გაშვება
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)