|
2019-08-05 13:37:20, 1365 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია 20 ივნისს დაკავებულებზე: „ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები მოგონილი ჯგუფური ძალადობით გადაფაროს
"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენ ხოშტარიამ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები გლდანის ციხეში მოინახულა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დაკაებულების უმეტესობას ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ეს არის დამატებითი ტერორი. ერთი ადამიანის გარდა არც ერთი არათუ არანაირ კავშირში არ არის რაიმე პარტიასთან, არამედ მათი დასახელებები არ იცოდნენ. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ხელისუფლების და არანაირი კავშირი ძალადობასთან მათ არ აქვთ. თუ იყო ცალკეული შეტაკება პოლიციელებთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უმრავლეს შემთხვევაში ამოჭრილია კადრები, სადაც უკვე ამ ადამიანების რეაქციაა, მანამდე მათ მოხვდათ პოლიციისგან. დღეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს მოგონილი ჯგუფური ძალადობით. ეს ადამიანები რაიმე სახის ძალადობის ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ხოშტარიამ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)