|
2019-08-02 18:34:13, 2173 ნახვა
კომენტარი
თურნავა: შინაგანი რწმენა მაქვს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება - შეგიძლიათ გვენდოთ
„გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება, მე ასეთი რწმენა მაქვს შინაგანი, შარშანაც ჩემმა შინაგანმა რწმენამ აბსოლუტურად გაამართლა“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას იმის თაობაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა. თურნავას განცხადებით, საქსტატის მონაცემების მიხედვით, ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით არათუ ინფლაცია, არამედ დეფლაცია მოხდა. „საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მინდა ვთქვა, რომ ივლისის თვეში სრული წლიური ინფლაციის დონე არის 4.6%, რაც ზომიერი მაჩვენებელია და უფრო მეტიც - თამბაქოს პროდუქტების გამოკლებით, და იქ იცით, რომ აქციზის გაზრდამ იქონია გარკვეული ზემოქმედება, ინფლაციის დონე 3.9%-ია, ანუ, საკმაოდ დაბალი. უშუალოდ, ივლისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, დეფლაცია მოხდა. ასე რომ მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს - გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება. მე ასეთი რწმენა მაქვს შინაგანი, შარშანაც ჩემმა შინაგანმა რწმენამ აბსოლუტურად გაამართლა. შარშანაც, ახალ წლამდე იყო მცდელობა და სხვადასხვა განცხადებები, წამოძახილები, რომ გაზის ფასი გაიზრდება, ტარიფები გაიზრდება და ეს არა თუ არ გამართლდა, არამედ, გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)