14:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 11:24:08, 1169 ნახვა

კომენტარი
გვარამია - ეს ივანიშვილის დაკვეთაა, რომ ვერ გავხსნა ახალი ტელევიზია და „R2“-ის გაკოტრება დამაბრალონ

„ეს ივანიშვილის დაკვეთაა და ემსახურება იმას, რომ ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ და რომ გააკოტრონ „რუსთავი 2“ და მე დამაბრალონ“, - ამის შესახებ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია, ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ, და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების, მოგეხსენებათ, რომ გუშინ მთელი დღე მათთან ვსაუბრობდი.  ეს ემსახურება იმას, რომ პირველი - მე ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე, რომ გააკოტრონ რუსთავი 2 რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე.  კიდევ ერთხელ ვამბობ, დამაბრალონ და მე გავისტუმრებ ხელფასებს და ვაცოცხლებ ამ კომპანიას კიდევ 7 წელი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics