20:57 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 10:01:29, 746 ნახვა

სამართალი
ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევები  მდინარეებზე ალაზანსა და  მაჭარეულზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.

„ბრაკონიერებს ჩამოერთვათ  სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. ასევე, განხორციელდა  უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics