|
2019-07-31 12:24:08, 2201 ნახვა
რეგიონი
საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან ლაშა კილაძესთან ერთად საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გახსნა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, რაც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავეული მეთოდით, და გულისხმობს ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერ თერაპიას, შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამის ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის, პროგრამაში ჩართული პირებისათვის. „მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რადგან ამით უმჯობესდება ბენეფიციართათვის სერვისზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დონეზე. ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ 50-მდე ბენეფიციარს მოემსახურება ცენტრი. სერვისის მისაღებად ყოველდღიურად ქუთაისისა და ზესტაფონის კაბინეტებში უწევდათ ვიზიტი და შესაბამისად, ეს ხელს უშლიდა მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. დღესდღეობით, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ამ პროგრამების ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება. ეს არის მხარდაჭერა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ გაიუმჯობესონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვან კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლონ, იმუშაონ, გახდნენ საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება (მათ შორის 2 პენიტენციალურ დაწესებულებაში) და 2 კაბინეტი აქვს, სადაც ბენეფიციარები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ მედიკამენტს, სამედიცინო პერსონალის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ გადინებას. საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)