|
2019-07-27 11:31:27, 1658 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში ახალი ინტენსიური ჟოლოს ბაღი გაშენდა
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს წითელმა ბაღმა ახალი ინტენსიური ჟოლოს ბაღი გააშენა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიური ტიპის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. შპს წითელი ბაღი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 4.21 ჰა-ზე ჟოლოს ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 40,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 31,185 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 9,746 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაშენებული ჟოლოს ბაღი ეკო ზონაში მდებარეობს და კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს „Global Gap“-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 7,530 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 41,534,289 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,925 ჰა მიწის ფართობზე. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)