|
2019-07-26 15:26:12, 3370 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე - ხელისუფლებამ Facebook-ზე ტროლები გაააქტიურა, რადგან დაინახა, რომ მართლმსაჯულების სისტემა ჭაობშია
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელის გიორგი მშვენნიერაზის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში Facebook-ზე ტროლები გაააქტიურეს. როგორც მშვენირაძე აცხადებს, ხელისუფლებამ დაინახა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები, თუმცა ვითარების გამოსწორებას არა რეფორმებით, არამედ ტროლების გააქტიურებით ცდილობს. "იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის საჯაროობამ, გაცილებით მეტ ადამიანს დაანახა ის ჭაობი, რომელშიც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაა. უვადოდ დანიშნული მოქმედი მოსამართლეები ელემენტარულ სამართლებრივ კითხვებს ვერ პასუხობენ (მცირე გამონაკლისის გარდა), არიან აგრესიულები, არ ესმით საკუთარი სტატუსის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. საბჭოს მოსამართლე წევრების შესახებ სხვა დროს დავწერ. ხელისუფლებამაც დაინახა ეს ყველაფერი და გადაწყვიტა ამის წინააღმდეგ ზომების მიღება. ოღონდ არა რეფორმებზე ფიქრით, არამედ ტროლების გააქტიურებით", - წერს მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ამასთან, მშვენიერაძის თქმით, რამდენიმე ტროლის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ის მათ შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს: "ტროლი სახელით: ეკატერინე დევდარიანი - პროფილად უყენია პინტერესიდან აღებული ფოტო, სხვა ფოტოები არ აქვს. ტროლი სახელით: zura mdinaradze - იყენებს სომეხი მოქალაქის იდენტობას და ფოტოებს. ტროლი სახელით: ოთარი დადეშქელიანი ამ ტორლებს, სამიზნეში განსაკუთრებულად ყავთ ამოღებული ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ასევე თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცდილობენ ალტერნატიული რეალობის შექმნას იმ "ფეიჯებზე", რომლებზეც სასამართლოს საკითხები შუქდება. ფაქტია, რომ ეს ტროლები სასამართლო სისტემას შიგნიდან კარგად იცნობენ, რაც საფუძვლიანად მაფიქრებინებს, რომ ისინი თავად სასამართლო სისტემიდან იმართებიან ან მათთან კოორდინაციაში არიან. ასეთ მძიმე დღეში ვართ მეგობრებო", - წერს მშვენიერაძე.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)