|
2019-07-26 13:28:11, 1401 ნახვა
კომენტარი
აქიმიძე: ქიბარ ხალვაშმა შეიძინა არა წილი, არამედ გახდა ჩვენი გარანტორი „რუსთავი 2“-ის ვალთან დაკავშირებით
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯარჯი აქიმიძემ ჟურნნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანიის დამფუძნებლები ახლანდელ მფლობელს ქიბარ ხალვაშს საბუთების გაფორმებამდე არ შეხვედრილან. "იქიდან გამომდინარე, რომ წლების წინ ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების მქონე პირებს, ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ქიბარ ხალვაშთან კომუნიკაცია არ გვქონია, ის საერთოდ არ გვინახავს. ვნახეთ მხოლოდ ნოტარიუსთან, როდესაც ხელი უნდა მოეწერა საბუთზე. თუმცა გაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მან არა წილი შეძინა ჩვენგან, არამედ ქიბარ ხალვაში გახდა იმ დოკუმენტის მიხედვით გარანტორი "რუსთავი 2"-ის ვალთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ მოგვეხსნა ვალის ვალდებულება. ვალი გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა, როგორც მომავალმა მფლობელმა", - განაცხადა აქიმიძემ.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)