|
2019-07-26 13:07:45, 1179 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: ოქრუაშვილს არავითარი გადატრიალება არ დაუგეგმავს - ციხიდან აუცილებლად გამოვიყვანთ
მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოქრუაშვილს არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს და არც მონაწილეობა არ მიუღია. „ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმია და მონაწილეობა მასში არ მიუღია. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია, ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, გუშინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ „პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)