|
2019-07-24 17:55:26, 1340 ნახვა
კომენტარი
ხალვაში: ივანიშვილს სტრასბურგის გადაწყვეტილება არ მოულოცავს, რომ გახარებოდა მომილოცავდა
„ბევრმა მომილოცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა. ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუში უნდა დატოვოს. მისი თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა. "ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი თავადაა და ამის დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. შესაბამისად, ოქრუაშვილი ხელმოწერის ავთენტურობის დასადგენდ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)